18 მაისი 2024,   17:39
ვრცლად
მრავალკილომეტრიანი საცობი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე - დავით მესხიშვილი მთავრობას აკრიტიკებს

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი მთავრობას აკრიტიკებს.  ამის მიზეზი კი, კვლავაც მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მრავალკილომეტრიანი საცობია.

დავით მესხიშვილის თქმით, გართულებული მოძრაობა და ათეულობით კილომეტრზე გაჭედილი სატვირთო ავტომობილები  ადგილობრივებს და ტურისტებს დისკომფორტს უქმნიან. მესხიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემა ეკოლოგიური თვალსაზრისითაც საფრთხის შემცველია.

„ჩართულები უნდა იყვნენ ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათ შორის ეკონომიკის სამინისტროდან ტურიზმის მიმართულება უნდა იყოს აქტიურად ჩართული. ფაქტი არის სამარცხვინო. ეს რამდენიმეკილომეტრიანი ნაკადი, რომელიც ქმნის კოლაფსს იქ საზღვართან, საბოლოოდ  ამ უწყებების პასუხისმგებლობის საკითხია, რომელთაც ერთმანეთში კოორდინაცია არ აქვთ,“- აცხადებს მესხიშვილი.

დღის ამბები