18 მაისი 2024,   08:47
ვრცლად
სამი დაღუპული, ათობით დაშავებული და პრობლემები ავტომაგისტრალებზე - ევროპის ქვეყნებს ძლიერმა შტორმმა გადაუარა

ევროპის ქვეყნებს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. ბოლო მონაცემით 3 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი, დაშავდა. სტიქიამ ავსტრია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ჩეხეთი და გერმანია დააზარალა, სადაც ქარის სიჩქარე საათში 150 კილომეტრი იყო.

ვესტფალიის რეგიონში შეჩერებულია სარკინოგზო მიმოსვლა. სტიქიამ პრობლემები გამოწვია ავტომაგისატრალებზეც, სადაც ხეები წაიქცა და მანქანებს დაეცა. ბელგიაში შენობებიც დაზიანდა. ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა. საფრანგეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში ათასობით ოჯახი ამ დრომდე ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი.

დღის ამბები