18 მაისი 2024,   20:17
ვრცლად
ხმაური მარნეულის წვევამდელთა ცენტრში - ფულის გამოძალვის მიზნით ნაცემი ჯარისკაცის ოჯახი განმარტებებს ითხოვს

ხმაური მარნეულის წვევამდელთა ცენტრში - ნაცემი ჯარისკაცის ოჯახის წევრები და ახლობლები კრწანისის სასწავლო ცენტრში მივიდნენ და მომხდარის შესახებ განმარტებებს ითხოვდნენ.

წვევამდელის ოჯახის წევრებს ცენტრის ხელმძღვანელი არ შეხვდა, თანამშრომელმა კი რომელიც ადგილზე იმყოფებოდა გახრამანოვების ოჯახს უთხრა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

რაც შეეხება წვევამდელის კრწანისის ბაზაზე მოხვედრას, მარნეულის წვევამდელთა ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ ცენტრი არ წყვეტს კონკრეტულად რომელ ბაზაზე ჩაირიცხება წვევამდელი, ხდება მხოლოდ სამედიცინო კომისიის გასავლელად გაგზავნა კონკრეტულ დაწესებულებაში.

გავიწვიეთ, გაწვევა ჰქონდა. კრწანისშიარ გაგვიწვევიაგავიწვიეთ საქართველოს გამწვევმა გამანაწილებელ პუნქტზე. გაიარეს სამედიცინო კომისია. და კრწანისშია ჩარიცხული თუ ვაზიანში მე არ ვიცი. ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს,“-აცხადებს მარნეულის წვევამდელთა ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი.

წვევამდელი ქაზიმ გახრამანოვი, რომელიც კრწანისის სასწავლო ცენტრში სავალდებულო სამხედრო სამსახურშია ამტკიცებს, რომ მეთაურების თანდასწრებით მას სამხედროები ფულს სძალავდნენ, უარის შემდეგ კი სასტიკად სცემეს. ორი დღის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეს არც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. დღეს მან მშობლებთან დაკავშირება შეძლო და ის კრწანისის სასწავლო ცენტრიდან სახლში გადაიყვანეს. სამხედროს მტკიცებით, წვევამდელებისთვის ფულის გამოძალვა ჯარში ჩვეულ პრაქტიკად იქცა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები