18 მაისი 2024,   21:59
ვრცლად
ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტუდენტის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო ლექცია გამართეს

ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტებმა განათლების ხარისხისა და განვითარების ეროვნული ცენტრის ეზოში მერხები მიიტანეს და საპროტესტო ლექცია გამართეს.

ახალგაზრდები ითხოვენ სტუდენტის სტატუსის აღდგენას და უნივერსიტეტში სწავლის დასრულებას. მათი განცხადებით, სასწავლებელს ავტორიზაციის გავლა აგვისტოში უწევდა, თუმცა ვადაზე ადრე მათთან მონიტორინგის სამსახური შევიდა და სასწავლებელს სტატუსი შეუჩერა. მიზეზად კი დასახელდა ის, რომ აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელ ახალგაზრდებს საჭირო განათლებას ვერ აძლევდნენ.

ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ თუ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტები ამ საქმეს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბოლონიის ქვეყნების საბჭოს გადაუგზავნიან.

„ჩვენ მოვითხოვთ მინისტრის ბრძანებით დებულებაში ჩასწორდეს 26-ე პუნქტი, რაც ითვალისწინებს სასწავლო პროცესის დასრულებას ანუ ჩვენი სასწავლო პროცესი დასრულდეს და ავტორიზაციის ვადების სადამდეც ჰქონდა, იქამდე გაგვიგრძელდეს. ეტყობა მინისტრი არც არის იმისა საქმის კურსში, რომ თურმე მას შეუძლია ბრძანების სახით დებულებაში შეცვლა 26-ე პუნქტის და ჩვენ უბრალოდ ამას მოვითხოვთ. წინააღმდეგ შემთხვევაშიც გეტყვით  რას ვაპირებთ, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებას ვაპირებთ და უკვე გავედით კონტაქტებზე,“ - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

დღის ამბები