18 მაისი 2024,   18:45
ვრცლად
"მზად ვართ არჩევნების დროს სკოლებში ინსპექტირება არ განხორციელდეს" - ბატიაშვილი საიას მწვავე დასკვნას ეხმაურება

განათლების მინისტრი სკოლებში ჩატარებული მონიტორინგის შესახებ საიას ანგარიშს ეხმაურება. მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ ინსპექტირება და აუდიტი სკოლებში მთელი წელი მიმდინარეობს და ის არჩევნების პროცესთან  ბმაში არ არის. მისივე თქმით, ვინაიდან ამ მიმართულებით არსებობს კითხვები, მან პირადად მიმართა ინიციატივით პარლამენტს, რომ არჩევნების პერიოდში სკოლებში ინსპექტირება არ განხორციელდეს.

მიხეილ ბატიაშვილი-ის სურათის შედეგი„ინსპექტირება, აუდიტი, ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება. მაგრამ რახან ესეთი ეჭვები, პოლიტიკური ეჭვები, რომ არ არსებობდეს ხოლმე, მე თვითონ პარლამენტში დავაყენე საკანონმდებლო ინიციატივა. დეპუტატებმა, პოლიტიკოსებმა იმსჯელონ. ჩვენ მზად ვართ იგივე საარჩევნო პერიოდში თუ კითხვებს აჩენს ხოლმე, რომ მომავალში ესეთი კითხვები არ ჩნდებოდეს, მზად ვართ რომ მათი მხრიდან თუ მოხდება მხარდაჭერა ისეთი ინიციატივა განხორციელდეს, რომ არჩევნების პერიოდში მაგალითად, თუმცა არ მივესალმები იმიტომ რომ არ დაზარალდეს არც ერთი სკოლა თუ რაღაც დარღვევები ხდება, მაგრამ მზად ვართ რადგან პოლიტიკური კითხვები ჩნდება, ესეთი არჩევნების დროს მაგალითად არ განხორციელდეს,“-განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ზუგდიდის მე -6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების შემდეგ "ახალგაზრდა იურისტებმა" სხვადასხვა სკოლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გააანალიზეს და საგანგაშო დასკვნამდეც მივიდნენ. კერძოდ, 2018 წელს სამინისტროში შევიდა 288 განცხადება, რომელიც სკოლებში დარღვევებს შეეხებოდა. რეაგირება კი უწყებას მხოლოდ 7 მათგანზე ჰქონდა, და 7- ვე შემთხვევაში შეტყობინება ზოგადი ხასიათის იყო. ამ 7-დან 6 შემთვევაში კი შემოწმება ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველიდან მეორე ტურამდე. რაც ამყარებს ეჭვს, რომ ეს პროცესი პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იქნა გამოყენებული. 6- იდან ერთ-ერთი შემთხვევა კი სწორედ ია კერზაიას უკავშირდება, რომელმაც ზეწოლას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები