18 მაისი 2024,   20:31
ვრცლად
სკოლებში ინსპექტირების მექანიზმს სავარაუდოდ საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით იყენებდნენ - საია 

სკოლებში ინსპექტირების მექანიზმს სავარაუდოდ საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით იყენებდნენ - ამის შესახებ საიას კვლევაშია ნათქვამი. 

კვლევის მიხედვით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა იურისტებმა სხვადასხვა სკოლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გაანალიზეს და საგანგაშო დასკვნამდეც მივიდნენ. კერძოდ, 2018 წელს სამინისტროში შევიდა 288 განცხადება, რომელიც სკოლებში დარღვევებს შეეხებოდა. რეაგირება კი უწყებას მხოლოდ 7 მათგანზე ჰქონდა და შვიდივე შემთხვევაში შეტყობინება ზოგადი ხასიათის იყო.7-დან 6 შემთვევაში კი შემოწმება ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველიდან მეორე ტურამდე. რაც ამყარებს ეჭვს რომ ეს პროცესი პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იქნა გამოყენებული.

ექვსიდან ერთ-ერთი შემთხვევა კი სწორედ ია კერზაიას უკავშირდება, რომელმაც ზეწოლას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა.

დღის ამბები