19 მაისი 2024,   01:09
ვრცლად
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება - ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდებიან

ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდებიან.

მარიამ ჯაშთან სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ. ისინი სტუდენტის სტატუსის აღდგენას და უნივერსიტეტში სწავლის დასრულებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, უნივერსიტეტს ავტორიზაცია-აკრედიტაციის გავლა აგვისტოში უწევდა, თუმცა, ვადაზე ადრე მათთან შევიდა მონიტორინგის სამსახური და სასწავლებელს სტატუსი 4 მარტს შეუჩერა. მიზეზად კი დაასახელეს ის, რომ აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელ სტუდენტებს საჭირო განათლებას ვერ აძლევენ.

იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება სტუდენტები საქმეს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბოლონიის ქვეყნების საბჭოს გადაუგზავნიან.


დღის ამბები