19 მაისი 2024,   01:45
ვრცლად
"იმის ბებიამ რაღაც დააშავა ამის გამოაშკარავება გამართლებული არ არის" - მამალაძე ბაგრატიონებისთვის დნმ-ის ტესტის ჩატარების წინააღმდეგია

დავა ბაგრატიონების სამეფო ოჯახში - უპრეცენდენტო საქმეს, საქართველოს სამეფო კლუბის სპიკერი ეხმაურება. 

გაიოზ მამალაძის განცხადებით, აღნიშნული საკითხი საკმაოდ რთულია და შესაძლოა, სასამართლო პროცესებიც  გაჭიანურდეს.  მისი თქმით, არ არის გამორიცხული მეფე-დედოფალი შავი პიარის მსხვერპლი გახდნენ.

რაც შეეხება დედოფლის სარჩელს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი სიძე ტიტულებით ვაჭრობდა, გაიოზ მამალაძე ამბობს, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს, რადგან მისი თქმით, ეს ჯერჯერობით არაფორმალური ორდენებია.

ნუგზარ ბაგრატიონის მიერ დნმ-ის ანალიზის აღებას გაიოზ მამალაძე არ ეთანხმება, რადგან მისი აზრით, ეს სამეფო ოჯახის შეურაცხყოფა იქნება.

„ჯერჯერობით ეს არის მაინც არაფორმალური ორდენები, ეს არის სამეფო ოჯახების ორდენები და თუ ვინმეს უნდა აიღოს, დაე აიღოს. წამოაყენეს მოთხოვნები, რომ ყველამ გაიაროს DNM, მე ამის წინააღმდეგი ვარ, რადგან  ადამიანი თუ ითვლება ოჯახის შვილად, იმის ბებიამ რაღაც არასწორად გააკეთა იმის ამოტივტივება და სააშკარაოზე გამოტანა სრულაიდ არ მიმაჩნია გამართლებულად,“-ამბობს მამალაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები