18 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
ბრექსიტი - ტერეზა მეიმ გარიგებაში შესატან ცვლილებებზე ევროკავშირისგან მხარდაჭერის გარანტია მიიღო

ტერეზა მეიმ "ბრექსიტის" გარიგებაში შესატან ცვლილებებზე ევროკავშირისგან მხარდაჭერის გარანტია მიიღო.

ბრიტანეთის პრემიერმა სტრასბურგში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერთან მოლაპარაკებები გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ცვლილებების მიხედვით, ამოქმედების შემთხვევაში ირლანდიასთან საბაჟო-სასაზღვრო რეჟიმი  მუდმივი არ იქნება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ბრიტანელ კანონმდებლები გააფრთხილა, რომ თუ გარიგებას მხარს არ დაუჭერენ, მესამე შანსი აღარ ექნებათ. თემთა პალატამ დოკუმენტს კენჭი დღეს უნდა უყაროს.

დღის ამბები