18 მაისი 2024,   17:06
ვრცლად
ტერაქტი ებრაულ მუზეუმში - ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

ბრიუსელის სასამართლომ 2014 წლის ტერაქტის შემსრულებელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. საუბარია წარმოშობით ალჟირელ მამაკაცზე, რომელმაც ებრაულ მუზეუმში ცეცხლი გახსნა და 4 ადამიანი მოკლა. გარდაცვლილებს შორის 2 ტურისტი ისრაელიდან და მუზეუმის ორი თანამშრომელია.

მეჰდი ნემუში, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, დამნაშავედ მოსამართლეთა კოლეგიამ ცნო. 33 წლის ნემუშთან ერთად მისი თანამზრახველიც გაასამართლეს. მას მკვლელობის თანამონაწილეობისთვის და იარაღის მიწოდებისთვის 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მსჯავრდებულების ადვოკატებმა განაცხადებს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებენ.

დღის ამბები