18 მაისი 2024,   17:02
ვრცლად
წყალდიდობა სან-პაულუში - დაღუპულია 7 ადამიანი

გადაუღებელ წვიმას სან-პაულუში წყალდიდობა და მსხვერპლი მოჰყვა. მაშველების ინფორმაციით, დაღუპულია 7 ადამიანი. მათი ნაწილი ერთი ოჯახის წევრები არიან. ისინი საკუთარ სახლში დაიღუპნენ, როდესაც შენობა დატბორვის შედეგად ჩამოინგრა.

წყალდიდობის გამო სან-პაულუში დატბორილია ქუჩები, გზები კი გადაკეტილია. რეგიონში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

დღის ამბები