18 მაისი 2024,   16:30
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რუსეთი, ვენესუელისთვის დაწესებული სანქციების დარღვევაში დაადანაშაულა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რუსეთი ვენესუელისთვის დაწესებული სანქციების დარღვევაში დაადანაშაულა.

მაიკ პომპეოს განცხადებით, რუსეთის სახელმწიფო კომპანიამ "როსნევტმა" სანქციების გვერდის ავლით ნავთობი შეისყიდა ვენესუელის სახელმწიფო კომპანიისგან, რომელსაც დღემდე ნიკოლას მადურო აკონტროლებს. მან მოსკოვი მადუროს რეჟიმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ვენესუელაში საელჩოს დახურავს და დიპლომატიურ პერსონალს სრული შემადგენლობით გაიყვანს.

მაიკ პომპეოს ინფორმაციით, დიპლომატები და საელჩოებისა და საკონსულოების თანამშრომლები კარაკასს კვირის ბოლომდე დატოვებენ.

დღის ამბები