18 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
"წერა-კითხვა ისწავლე" - დაპირისპირება მოსამართლესა და ნიკა მელიას შორის

დავით კირკიტაძე ისევ პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გათავისუფლების მოთხოვნით ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რასაც დარბაზში პროტესტი მოჰყვა. დეპუტატების ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

ნიკა მელიასა და მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა მოსამართლეს ის ფაქტი შეახსენა, რომლის დროსაც, მელიას თქმით, მან ადამიანი გარდაცვლილად მიიჩნია, რომელიც მოგვიანებით ცოცხალი აღმოჩნდა. მოსამართლე ნემსიწვერიძემ ბრალდებები უარყო და ნიკა მელიას წერა-კითხვის სწავლისკენ მოუწოდა.

„ისწავლე წერა-კითხვა,“ - მიმართა მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ ნიკა მელიას.

Image may contain: 11 people, crowd and outdoor

ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ.

ოპოზიციის წევრის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 19 მარტს არის ჩანიშნული.

 

დავით კირკიტაძეს ბრალად ველისციხის ინციდენტის დროს სამართალდამცავზე თავდასხმა ედება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

 

დღის ამბები