05 მაისი 2024,   14:53
ვრცლად
ამ მოსამართლემ მკვლელობაზე გაასამართლა ადამიანი, გაუშვა ციხეში და მერე მოკლული ცოცხალი აღმოჩნდა - მელია კირკიტაძის საქმის მოსამართლეზე 

"ეს არის ქალბატონი, რომელმაც წლების წინ მკვლელობაზე გაასამართლა ადამიანი, გაუშვა ციხეში და მერე 6 თვის შემდეგ მოკლული ცოცხალი აღმოჩნდა. ეს არის ქალბატონი ნუნუ ნემსიწვერიძე,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მისამართით განაცხადა, რომელმაც დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა.

ოპოზიცია თანაგუნდელის პატიმრობაში ყოფნას აპროტესტებს და ამბობს, რომ ის უკანონო პატიმარია. სასამართლო დარბაზში ნიკა მელიასა და მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა.

მელიას თქმით, მოსამართლე ნემსიწვერიძემ ადამიანი მოკლულად გამოაცხადა, თუმცა ის ცოცხალი აღმოჩნდა.

ნიკა მელია-ის სურათის შედეგი„ის დათხოვნილი იქნა სასამართლო სისტემიდან და „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა. მან დააპატიმრა დათო კირკიტაძე და გასულ თვეს, 15 თებერვალს მურუსიძე-ჩინჩალაძემ ეს ქალბატონი, ოდიოზური ქალბატონი სასამართლო სისტემაში ქალბატონი ნემსიწვერიძე გაამწესეს უვადოდ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები