19 მაისი 2024,   01:09
ვრცლად
"ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის სიხარულიძეა" - სასამართლოში ბაგრატიონთა ორ შტოს შორის დავა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლო ისტორიული საქმის განხილვას იწყებს - ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიის წარმომადგენლებმა შიდა საგვარეულო დავის გადასაწყვეტად სასამართლოს პირველად მიმართა.

სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ უნდა გადაწყვიტოს ვის ეკუთვნის არარსებული სამეფოს ტახტი და რომელი შტოა ჭეშმარიტად მეფური წარმომავლობის.

დედოფალი ანა მიიჩნევს, რომ მისი ყოფილი მეუღლე, დავითი თაღლითია და ის სამეფო ორდენებს ყიდის.  დღეს მოსარჩელე მხარეს სასამართლოში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი წარმოადგენდა, თუმცა მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

„მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აეკრძალოს საქართველოს სამეფო სახლის სახელით სარგებლობა. დღეის პროცესზე დაგეგმილია როინ მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა,“-ამბობს ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი ლევან გორელაშვილი.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი კი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის სამეფო გვარის შთამომავლობის დასადასტურებლად დნმ-ის ანალიზის ჩატარებას სთხოვს. მისი თქმით, ნუგზარ ბაგრატიონი სხვის გვარს ისაკუთრებს და სინამდვილეში მისი გვარი არა ბაგრატიონი,არამედ სიხარულიძეა.

„სანდო წყაროთი ვიცი,რომ საპატრიარქომ ჩაატარა დნმ კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს. ეს შედეგები არ არის საჯარო და ახლა წავიდნენ და მიჩივლოს, თუ არ არის სიხარულიძე მომიტანოს დნმ-ის ანალიზის დასკვნა.თვითონ დაადასტუროს, რომ ბაგრატიონია“- აცხადებს ლევან ჩხეიძე.  

დღის ამბები