19 მაისი 2024,   02:07
ვრცლად
კრწანისის სასწავლო ცენტრში ნაცემი წვევამდელი სასამართლოში იკითხება - სამხედრო პოლიციაში ძალადობის ფაქტს არ ადასტურებენ

კრწანისის სასწავლო ცენტრში ნაცემი წვევამდელი ამ წუთებში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება.

ქაზიმ გახრამანოვი აცხადებდა, რომ მას სხვა სამხედრო მოსამსახურეები, ზემდგომის თანდასწრებით, ფულს სძალავდნენ და უარის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ირაკლი ბაზერაშვილი, აცხადებს,  გამოძიების ამ ეტაპზე არ დასტურდება ძალადობის ფაქტი და ის ბრალდებები, რის შესახებაც წვევამდელი ტელევიზიით საუბრობდა. 

თუმცა, გახრამანოვი ყვება, რომ ის არ იყო ძალადობის ერთადერთი მსხვერპლი და სასწავლო ცენტრში ფიზიკურად სხვებსაც უსწორდებოდნენ.

ბაზერაშვილის განცხადებით, სამხედრო პოლიცია დაინტერესებულია,  დროულად დასრულდეს გახრამანოვის გამოკითხვა, რათა გამოძიებამ მომხდართან დაკავშირებით სიმართლე დაადგინოს. 

"ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიცია დაინტერესებულია, რაც შეიძლება, უმოკლეს დროში მოხდეს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურის გამოკითხვა, რაც ხელს შეუწყობს საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარებას.

"გამოძიების ამ ეტაპზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებებით არ დასტურდება ის ბრალდებები, რაც ტელევიზიით იქნა გაჟღერებული სამხედრო სავალდებულო მოსამსახურის მიერ.

"გუშინ ვცდილობდით, გამოძიებას სურდა, რომ გამოეკითხა მოწმე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ, მათ უარი განაცხადეს და შემოვიდნენ შუამდგომლობით მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის ჩატარების შესახებ, რაც ჩვენს მიერ იქნა დაკმაყოფილებული,“ - განაცხადა ბაზერაშვილმა

ამავე თემაზე
დღის ამბები