19 მაისი 2024,   02:46
ვრცლად
"სასამართლო მთელი დღე არკვევდა, ვინ არის მეფე რესპუბლიკაში" - ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი

"სასამართლო მთელი დღე არკვევდა, ვინ არის მეფე რესპუბლიკაში" - ეს განცხადება დავით ბაგრატიონ-მუხრანსკის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ, საქმის პირველადი განხილვის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ჩხეიძე ამბობს, რომ სასამართლო ჩიხშია შესული, რადგან დავა არა სამართლებრივი, არამედ ისტორიულია.

მისი განცხადებით, სასამართლოს გასარკვევი არ არის, ისტორიული წყაროების მიხედვით, ვის ეკუთვნის სამეფო გვარის მემკვიდრეობა. თუმცა, ადვოკატის თქმით, რაზეც სასამართლო რეალურად დავობს, მარტივი საქმეა.

ბაგრატიონ-გრუზინსკები ბაგრატიონ-მუხრანელს მათი სახელისა და სამეფო ტიტულების გამოყენებას უკრძალავს. ჩხეიძის თქმით, ტიტულებს საქართველო, როგორც რესპუბლიკა, არ აღიარებს. ამიტომ, მისი თქმით, ბაგრატიონ-გრუზინსკებს მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანსკიმ მათი სახელი და გვარი გამოიყენა.  

„მთელი დღე სასამართლომ დაკარგა დრო იმაში, რომ გაერკვია, ვინ არის საქართველოს მეფე. შეგახსენებთ, საქართველო არის რესპუბლიკა და საქართველო ოფიციალურად არ აღიარებს არისტოკრატიულ ტიტულებს. სასამართლო არის შესული ჩიხში და დაადგა იმ გზას, რომელიც მისი საქმე არ არის, კერძოდ, ისტორიულ კვლევა ძიებას. არადა, საქმე არის ძალიან მარტივი - ერთი ფიზიკური პირი მეორე ფიზიკურ პირს ედავება, რომ შენ ჩემი სახელით უნებართვოდ ისარგებლეო. კეთილი ინებოს და დაადასტუროს მოსარჩელე მხარემ, როდის, სად, რა ვითარებაში გამოიყენა ჩემმა მარწმუნებელმა მათი სახელი. მათი სახელი კანონის საფუძველზე არის სახელი და გვარი,“ - აცხადებს ადვოკატი ლევან ჩხეიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები