25 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
ნაცემი იყო ზურგზე, მოუკლავთ საწყალი ბიჭი - ახალი დეტალები ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე

არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას შემდეგ, რუსულ ოკუპაციას კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს - 29 წლის ირაკლი კვარაცხელია რუსულ სამხედრო ბაზაზე, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ცხედარს ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნება, რაც ოკუპანტების მხრიდან, მასზე ძალადობის ფაქტზე მიუთითებს.

ირაკლი კვარაცხელია, ოკუპანტებმა სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო საზღვართან დააკავეს და რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებენ, თუმცა ამ ვერსიის ოკუპანტების გარდა არავის სჯერა. ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების მიზეზი მისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენება გახდა. თვითმხილველის თქმით, ადგილზე შელაპარაკება მოხდა. მათივე თქმით, ოკუპანტები შელაპარაკების შემთხვევაში ყოველთვის ფიზიკურ ძალადობაზე გადადიან. "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას თვითმხილველი აცხადებს, რომ ირაკლი კვარაცხელია რუსულ ბაზაზე გარდაიცვალა.

„მანქანა მოვიდა ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. შელაპარაკება მოუვიდათ, ცოტა ნასვამი იყო საწყალი ბიჭი,იყო ბაზაზე(შელაპარაკება). იქ ცუდად გახდა ექთნები მიუყვანეს, დახმარება გაუწიეს, მაგრამ ექთნები  ვერაფრით დაეხმარებოდნენ. რუსების ბაზაზეა გარდაცვლილი, შეიძლება კი არა დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ სცემეს. ძალიან ხშირია ასეთი ფაქტები, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ რუსები ფიზიკურ ძალადობაზე გადადიან, მაგრამ ამის თაობაზე არავის მიუწოდებია საქართველოს ხელისუფლებისთვის ინფორმაცია და არ არის ცნობილი,“-ამბობს თვითმხილველი.

ადგილობრივების ინფორმაციით, 29 წლის ახალგაზრდა ცემით მოკლეს. ერთ-ერთი ქალბატონი ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს რუსებმა ბაზაზე სცემს, დაზიანებები მას თავისა და ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული.

„გავიგე მოუკლავთ საწყალი ბიჭი. ექიმები რომ მოუყვანიათ, მკვდარი ყოფილა. ნაცემი იყო ზურგის მხარეს, ტვინის მხარეს. რუსების ბაზაზე მოხდა ეს. ზუგდიდში გადმოსვლას ცდილობდა და დაუკავებიათ. უცემიათ და ალბათ შემოაკვდათ. ექიმები რომ მისულან, უთქვამთ, რომ ჩვენ ვერაფერს ვუშველითო“-ამბობს ადგილობრივი.

დღის ამბები