18 მაისი 2024,   07:55
ვრცლად
ტერეზა მეის მორიგი მარცხი - ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის გეგმას მხარი კვლავ არ დაუჭირა

ტერეზა მეიმ მორიგი მარცხი განიცადა. ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის გეგმას მხარი კვლავ არ დაუჭირა. თემთა პალატის 391 წევრი გარიგების წინააღმდეგ წავიდა. დოკუმენტის სასარგებლოდ კი ხმა მხოლოდ 242-მა პარლამენტარმა მისცა. კენჭისყრის შემდეგ პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ შედეგით იმედგაცრუებული დარჩა.

დღეს პარლამენტი კვლავ შეიკრიბება და კენჭს უყრის ბრიტანეთის ევროკავშირიდან გარიგების გარეშე გასვლის საკითხს. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტარები ამ ინიციატივასაც არ დაუჭერენ მხარს, ხვალინდელ კენჭისყრაზე უკვე ბრექსიტის პროცესის გადადების საკითხი გავა.

დღის ამბები