18 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი შესაძლოა საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთოს

ჯო ბაიდენი შესაძლოა საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთოს. შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა საკუთარ მხარდამჭერებს პირდაპირ მიანიშნა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას ფიქრობს. განცხადება ჯო ბაიდენმა მეხანძრეების საერთაშორისო ასოციაციაში სტუმრობისას გააკეთა.

დარბაზში შეკრებილებმა მოუწოდეს ყოფილ სენატორს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, რაზეც ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ მათი მხარდაჭერა რამდენიმე კვირაში დასჭირდება.

დღის ამბები