18 მაისი 2024,   17:59
ვრცლად
რუსთავში 13 წლის გოგო საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადავარდა და გარდაიცვალა

რუსთავში 13 წლის გოგო საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა. 

მომხდარის ზუსტი დეტალები უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორი მოზარდი ფოტოს გადაღებას ცდილობდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

მეორე მოზარდი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„აქედან რომ ვთქვა, რომ გარდაცვლილი წაიყვანეს არა. სუნთქავდა, პულსი და ყველაფერი ესინჯებოდა და სანამ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მანქანაშივე დაიღუპა. მეორე კიდე, მეორე ეკიპაჟი მოვიდა სასწრაფოსი და იმან გადაიყვანა მეორე ბავშვი. ამბობდნენ რომ სელფებს იღებდნენო,“ - ამბობს ადგილობრივი მცხოვრებელი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  

 

 

დღის ამბები