17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
„მგონი, იუსტიციის საბჭოს წევრებსაც არ მოსწონთ კობახიძის კანონპროექტი" - ნუკრი ქანთარია

„მგონი, იუსტიციის საბჭოს წევრებსაც არ მოსწონთ კობახიძის, პირობითად, კანონპროექტი,“ - ეს განცხადება მმართველი გუნდის დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ პარლმენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთა.

სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის კანონპრექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კომისიის პირველადი დასკვნა პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.

ნუკრი ქანთარია-ის სურათის შედეგი„ვერცერთ კრიტერიუმთან დაკავშირებით ვერცერთი კანონპროექტი კულმინაცია ვერ გახდება. კულმინაცია იქნება მაშინ, როდესაც სიები გადმოვა პარლამენტში და თითოეულის საკმაოდ საფუძვლიანი განხილვა იქნება ძალიან დიდი საზოგადოების ჩართულობით. ჩემთვის პრინციპული მომენტი აქ არ დგას. არ ვიცი, სად დაიწერა, არ ვყოფილვარ და არ მინახავს,“ - განაცხადა ქანთარიამ.

ირაკლი კობახიძის ინიციატივასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ყოფილ წევრებსა და არასამთავრობო სექტორს შენიშვნები აქვთ. მათი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული კანონპროექტი სასამართლო სისტემაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და მოსამართლეების კლანის კონტროლისგან გათავისუფლებას ვერ შეძლებს.

დღის ამბები