17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
"ცხედარი გალის რეგიონშია, ყველანაირი მექანიზმია ჩართული, რომ დროულად მოხდეს გადმოსვენება" - რუსლან აბაშიძე

"არის თუ არა ცხედარი ექსპერტიზაზე გადასვენებული არ ვიცით, ვცდილობთ, ინფორმაციის მოპოვებას," - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ უწყება 29 წლის ირაკლი კვარცხელიას ცხედრის გადმოსვენებისთვის ყველა მექანიზმს იყენებს.

გალში საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების რეალურ მიზეზზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ საუბრობენ.

„ცხედარი გალის რეგიონშია. არ ვიცით ექსპერტიზა უტარდება თუ არა ვმუშაობთ ამ საკითხზე. ყველანაირი მექანიზმია ჩართული, რომ დროულად მოხდეს გადმოსვენება,“-განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილემ, რუსლან აბაშიძემ.

როგორც  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, ისინი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენას ყველა შესაძლო გზით ცდილობენ. რეზო ქობალია ამბობს, რომ გამორიცხულია მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციამ საოკუპაციო რეჟიმის დახურული სამხედრო ბაზიდან გამოჟონოს.მისივე თქმით, ამ დროისათვის ხდება სხვადასხვა ცნობის დაზუსტება და გარდაცვლილი მამაკაცის ნათესავების მოძიება.  

„ვაზუსტებთ ვარკვევთ რაღაცეებს, ვარკვევთ ინფორმაციას, ვაზუსტებთ. ვეძებთ ნათესავებს, ჭორის დონეზე ნასაუბრებზე ვერ ვისაუბრებთ. სხვა დადგენილი ინფორმაცია ამ ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღარ გვაქვს.

"რთული პროცესია. ბაზაში რაც ხდება, დახურული ბაზიდან ინფორმაციის გამოტანა შეუძლებელია. ამიტომ დადასტურებული ინფორმაცია, რომ რამე გვქონდეს შეუძლებელი და გამორიცხულია“-აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია.

დღის ამბები