18 მაისი 2024,   20:00
ვრცლად
"გვინდა გავიგოთ ჩვენი შვილების მდგომარეობა, სამხედრო ბაზაა თუ ქურდული სამყარო?"-კრწანისის ბაზაზაზე წვევამდელების მშობლები მივიდნენ

კრწანისის სამხედრო ბაზაზე წვევამდელების მშობლები იკრიბებიან. ისინი საკუთარ შვილებთან შეხვედრას ითხოვენ. მას შემდეგ, რაც 19 წლის ქაზიმ გახრამანოვმა გააკეთა განცხადება ბაზაზე ფულის გამოძალვის და ცემის შესახებ, რიგითი ჯარისკაცების მშობლები მათი შვილების ჯანმრთელობის მდგომარებით დაინტერესდნენ.

„გუშინ "რუსთავი 2"- ში გასული სიუჟეტის შემდეგ, ჩვენც შევწუხდით, ჩვენს შვილს რამე ხომ არ სჭირს. ახლა მოვედით, რომ გავიგოთ მდგომარეობა. აქ ეს უკვე მერამდენედ ხდება მსგავსი რამ. სამხედრო ბაზაა თუ ქურდული სამყარო ვერ გავიგე,“-განაცხადა ერთ-ერთი ჯარისკაცის მშობელმა ვაჰიპ ჯაფაროვმა.

ჯარისკაცების მშობლები ამბობენ, რომ მათ აღნიშნულ ბაზაზე ეთნიკურად აზრებაიჯანელ წვევამდელებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ფაქტები სხვა დროსაც მოუსმენიათ.

„მეც გავიგე რომ აქ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ჯარისკაცები არიან ნაცემი. ჩემი შვილიც აქ მსახურობს. მოვითხოვ გვაჩვენონ ჩვენი შვილები. გვაინტერესებს როგორ არიან. ჩვენი სოფლიდან ერთი თვის წინ ერთი ჯარისკაცი კიდევ სცემეს. რა ხდება, უბრალოდ გაოგნებული ვართ,“-განაცხადა ერთ-ერთი ჯარისკაცის მშობელმა ელჩინ აჰმედოვმა.

სამხედროების მშობლებს მათ შვილებთან შეხვედრის უფლება მისცეს. ისინი ამ წუთებში ბაზაზე იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე ფიზიკური ძალადობისა და ფულის გამოძალვის შესახებ განცხადება,  ქაზიმ გახრამანოვის გარდა კიდევ ერთმა წვევამდელმა გააკეთა, რომელმაც მშობლებს წერილი გამოუგზავნა და დახმარება ითხოვა. ალთუნ აშიროვი უკვე გამოიკითხა. მისი ჩვენების საფუძველზე 7 პირს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები