17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც დაიდება, არ ასახავს იმ ილუზიას, რასაც კობახიძე გვთავაზობს - ოპოზიცია

სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის კანონპრექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნას ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მნიშვნელოვანია კომისიამ უნდა გაითვალისწინოს ის კონტექსტი, რაც ქვეყანაშია შექმნილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თუკი ვენეციის კომისია მხოლოდ ცალკეული კანოპროექტს შეაფასებს, ეს რეალური შედეგის მომტანი არ იქნება. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ირაკლი კობახიძის კაბინეტის მიერ წარდგენილი ინიციატივა სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და საზოგადოების მოთხოვნებს ვერ პასუხობს.

თინათინ ბოკუჩავა-ის სურათის შედეგი„ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი, როგორც ბიძინა ივანიშვილის მორჩილი კლანი, არის რეალური ავტორი იმ კანონპროექტისა, რომელსაც კობახიძის ხელით უბრალოდ სთავაზობს პარლამენტს და საზოგადოებას ივანიშვილი. დარწმუნებული ვარ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც ასევე მალე დაიდება ასახავს ამ კონსესუს და არა იმ ილუზიას, რასაც კობახიძე გვთავაზობს,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

ოპოზიციის წევრების აზრით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული კანონპროექტი მხოლოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზეა მორგებული. 

დაკავშირებული სურათი„ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანს აქვს სრული მონოპოლია და ექსკლუზივი, პარლამენტს იმ კანდიდატებს წარუდგენენ, რომელსაც თავად ჩათვლიან მიზანშეწონილად. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, „ევროპული საქართველო“ მზად არის, რომ ითანამშრომლოს კომისიასთან, მიაწოდოს მას ჩვენი მოსაზრებები. ჩვენ ვთვლით, რომ კონტექსტის გათვალისწინება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხი იმიტომ, რომ ქვეყნის კონტექსტის გათვალისწინების გარეშე მხოლოდ პროექტის და კანონის შეფასება არ იქნება მიზანშეწონილი,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

დღის ამბები