17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
ერევანში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა 

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ერევანში, დახვედრის ცერემონიით დაიწყო, რომელიც სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შესრულდა საქართველოს და სომხეთის სახელმწიფო ჰიმნები. სალომე ზურაბიშვილმა და არმენ სარგსიანმა პატივი მიაგეს სომხეთის სახელმწიფო დროშას და სახელმწიფო დელეგაციები წარადგინეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ სომხეთი საქართველოს მეზობელი ქვეყანაა და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე, სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტთან, პრემიერთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან და სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქთან ისაუბრებს. 

დღის ამბები