17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ პროცესი ხელის გადაგრეხვის პრინციპით იქნება ბოლომდე მიყვანილი, ცდება - ბესელია კობახიძის კანონპროექტზე საუბრობს

მართლმსაჯულების რეფორმის საკუთარ ვარიანტს ეკა ბესელია საერთაშორისო ორგანიზაციებს აცნობს. საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ამ წუთებში ევროსაბჭოს წარმომადგენლობას ხვდება.

ეკა ბესელიას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს, რომ ხელის გადაგრეხვის პრინციპითა და დაჩქარებული წესით მიიღოს კობახიძის კაბინეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხს უკავშირდება.

მმართველი გუნდის ყოფილი წევრის განცხადებით, გაუგებარია, თუ პარლამენტის თავმჯდომარის კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა და მის დასკვნას ელოდებიან, რატომ დანიშნა მმართველმა გუნდმა კვირის ბოლოს კომიტეტის სხდომა, სადაც საკითხს განიხილავენ.

ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების შეფასებით, კობახიძის ინიციატივა სასამართლო სისტემაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და მოსამართლეების კლანის კონტროლისგან გათავისუფლებას ვერ შეძლებს.

ეკა ბესელია-ის სურათის შედეგი„იქ, სადაც ყველაზე მეტი დრო გჭირდება იმისთვის, რომ კარგად გაიაზრო, რა გადაწყვტილება უნდა მიიღო და ვენეციის კომისიას დაელოდო და გაქვს 5-კვირიანი ვადა და 5 კვირის ნაცვლად, იმავე კვირას იწყებ განხილვას, ეს ძალიან საეჭვოა. ეს ჰგავს დაჩქარებულ განხილვას. 6 პუნქტია ისეთი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს კობახიძის კაბინეტის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტში. მინდა ვუთხრა, რომ ამ 6-ვე პუნქტს აქვს მძიმე შინაარსი. ის ეწინააღმდეგება დემოკრატიულობის პრინციპს.

"რას ნიშნავს ეს. დახურული და კონფიდენციალური ინფორმაციები, რომელიც პარლამენტსაც კი არ ეგზავნება, იუსტიციის საბჭოში რჩება. პარლამენტს იმ ინფორმაციასაც კი არ აძლევენ, რომელსაც თავად მოიპოვებენ კანდიდატთან დაკავშირებით. არაფერი არ წერია, როგორ უნდა შედგეს სამუშაო ჯგუფი, როგორ უნდა მოუსმინოს კომიტეტმა. ეს ყველაფერი თურმე ექსკლუზიურად უნდა გადაწყვიტოს სხდომაზე. ამავე დროს ჩაკეტილია კონკურსი. თუ ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ ეს პროცესი ფორსირებულად, ჩქარა და ხელის გადაგრეხვის პრინციპით იქნება ბოლომდე მიყვანილი, ძალიან ცდება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები