22 მაისი 2024,   11:07
ვრცლად
ფერმაში შეპარული მელა ქათმებმა მოკლეს 

საფრანგეთში, ერთ-ერთ ფერმაში ქათმებმა მელა მოკლეს. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ბრეტანში მოხდა. 

გამოცემა წერს, რომ მელა, რომელიც ფრინველების ფერმაში შეპარვას ცდილობდა ქათმების თავდასხმას ემსხვერპლა. 

ქათმების მეურნეობა ერთ-ერთ აგრარულ სკოლას ეკუთვნის. სტუდენტები ვარაუდობენ, რომ მელა საქათმეში წინა დღეს, საღამოს საათებში შეიპარა და შიგნით მომწყვდეული აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მზის ჩასვლისას კარი ავტომატურად ჩაიკეტა. 

სტუდენტების განცხადებით, ქათმებმა ცხოველს ნისკარტებით "შეუტიეს"

დღის ამბები