17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
ზვიად კუპრავას საქმე - სასამართლო პროცესი 18 მარტს განახლდება

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი 18 მარტს განახლდება. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მოწმეების ნაწილი დაიკითხა.

კუპრავას გამოძიება მოსამართლის შეურაცხყოფას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე -სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით წარედგინა.

ბრალის დამტკიცების შემთხევაში, კუპრავას, პატიმრობა ან ადმინისტრაციულ ჯარიმა ემუქრება. ოპოზიცია, სასამართლო პროცესებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის წევრებზე ღია ნადირობა გამოაცხადა.

დღის ამბები