19 მაისი 2024,   02:45
ვრცლად
ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს ევროკავშირში გამოეხმაურნენ

29 წლის ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს ევროკავშირში ეხმაურებიან. ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბრიუსელი მომხდარ ფაქტზე მტკიცებულებებს აგროვებს.

დიდიე რეინდერსი "კურიერთან" ინტერვიუში ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარს უჭერს და ამ პოზიციას რუსეთთანაც ყოველთვის მკაფიოდ გამოხატავს.

„პირველ რიგში ჩენ ვაგროვებთ ინფორმაციას და მტკიცებულებებს ფაქტებზე. გვექნება კონტაქტი ჩვენს ქართველ კოლეგებთან. როგორც იცით, ადგილზე იმყოფება ჩვენი მისია და საინტერესო იქნება მათ მიერი მოწოდებული ინფორმაცია. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი შემთხვევა ხდება მნიშვნელოვანია ძლიერი პოზიცია, რომელსაც გავაცნობთ რუს კოლეგებს. რა თქმა უდნა, საქართველოს მხარს ვუჭერთ ჩვენ და ჩვენი პოზიცია არის მკაფიო,“- განაცხადა რეინდერსმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კვარაცხელია გალში რუსმა ოკუპანტებმა გადაიყვანეს. მომდევნო დღეს კი, გავრცელდა ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ. დეფაქტო ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ კვარაცხელიამ თავი მოიკლა. 

დღის ამბები