19 მაისი 2024,   01:46
ვრცლად
აქცია ფოთში - მოვაჭრეები გარე ვაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ

ფოთში მოვაჭრეების პროტესტი გრძელდება. მათ  ჯერ მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ გზის გადაკეტვა სცადეს, მოგვიანებით კი, მერიაში გადაინაცვლეს და ხელისუფლების წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. გარე მოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ბაზრის მთავარი გზა გარე ვაჭრობის დახლებისგან უნდა გათავისუფლდეს. მოვაჭრეები პოზიციების დათმობას არ აპირებენ და აქციებს აანონსებენ.

ფოთის მერის მოადგილის განმარტებით, მოვაჭრეების პროტესტი ცრუ ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ზოგიერთი მოვაჭრე პრივილიგირებული პირობებით სარგებლობს.

„აქ საპროტესტო მე ვფიქრობ, რომ არაფერი არ არის. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა იყოს იერსახე მოწესრიგებული, თვითონაც არიან თანახმა ამაზე, უბრალოდ აქ აზრთა სხვა და სხვაობა იმაში, რომ არ ვიცი, საიდან, რა ინფორმაციით, ფიქრობენ, რომ ზოგიერთი არის უფრო კარგ მდგომარეობაში ჩაყენებული, ზოგიერთი უფრო ცუდ მდგომარეობაში,“- განაცხადა კონსტანტინე თოფურიამ.

დღის ამბები