18 მაისი 2024,   22:33
ვრცლად
შეჩერებული მშენებლობები და ბიუჯეტიდან გაფლანგული თანხები - ოპოზიცია პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდებს

ენმ-ს წევრი რეზო ხარაზი შეჩერებულ პროექტებთან და ბიუჯეტიდან გაფლანგულ თანხებთზე საუბრობს. მისი განმარტებით, ბათუმის შესასვლელში, გვირაბთან ესტაკადის მშენებლობისთვის ორ მილიონ ლარზე მეტი იყო გამოყოფილი და მისი მშენებლობა გასული წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. მიუხედევად ამისა, მშენებლობა ამ დრომდე არ განხორციელებულა.

ოპოზიციური პარტიის წევრმა ჟურნალისტებს დოკუმენტები წარუდგინა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ესტაკადის მშენებლობა შპს „გზას“ უნდა ეწარმოებინა, რისთვისაც კომპანიამ მთლიანი დაფინანსება მიიღო.

რეზო ხარაზი ამბობს, რომ შეჩერებული სამუშაოების პარალელურად, ერთი თვის წინ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კიდევ ერთი ტენდერი  გამოაცხადა, რომელიც უკონკურენტოდ, ისევ შპს „გზამ“ მოიგო. ამჯერად, სატენდერო თანხამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ენმ-ს წევრი პროკურატურას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. ხარაზი  შპს „გზას“ თაღლითობაში, ხოლო ხელისუფლებას მის მფარველობაში ადანაშაულებს.

"მაშინ როცა ხელშეკრულება ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა კომპანიამ ვერ, ან კიდევ არ შეასრულა და მან თავის ეს რესურსები ჩვენი ინფორმაციით გამოიყენა ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირებისთვის გზის მოსაწყობად, რატომ უფორმებენ კვლავ ოთხ მილიონ ლარზე ხელშეკრულებას? არის, თუ არა ეს დანაშაული?  მოვითხოვთ პროკურატურისგან სასწრაფო რეაგირებას,“- აცხადებს ხარაზი.

დღის ამბები