23 დეკემბერი 2024,   07:14
ვრცლად
უმცირესობათა ინფორმირების ძირითადი წყაროები და რუსული პროპაგანდა - „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევა

"მედიის განვითარების ფონდმა" უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში რუსული პროპაგანდის შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში  უმცირესობათა ინფორმაციის ძირითადი წყაროების იდენტიფიცირება და რუსული ტელეარხების მონიტორინგი განხორციელდა.

კვლევის მიზანი იყო დაედგინა, თუ რამდენად ასრულებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონდებლობით მასზე დაკისრებულ შინაარსობრივ ვალდებულებებს უმცირესობის ინფორმირების შესახებ.

„ვრცელდება სპეციფიური გზავნილები. ეს ერთიანობაში უკავშირდება უსაფრთხოების პრობლემას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვიღაცა ესაუბროს ამ ადამიანებს. ცალკე საკითხია საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც კანონით ავალია, შინაარსობრივი ვალდებულება აქვს, რომ ამ თემებზე მოახდინოს უმცირესობების ინფორმირება მათთვის გასაგებ ენაზე,“- განაცხადა მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა.

დღის ამბები