18 მაისი 2024,   11:33
ვრცლად
რუსეთმა ბალტიისპირეთში C-400 ტიპის რაკეტები განალაგა

რუსეთმა ბალტიისპირეთში C-400 ტიპის რაკეტები განალაგა. საზენიტო სარაკეტო კომპლექსი კალინინგრადის ოლქში განლაგდა, რომელიც ნატოს წევრ პოლონეთსა და ლიტვას ესაზღვრება.

რუსეთის სამხედრო მეთაურობაში აცხადებენ, რომ C-400 ტიპის რაკეტებს, რომელსაც სხვაგვარად "ტრიუმს" უწოდებენ, საჰაერო სამიზნეების განადგურება 400 კილომენტის მანძილზე შეუძლია.

C-400-ების მონტაჟით სამხედრო მეთაურობა ბალტიის ზღვის პირას ახალი ბატალინის ჩამოყალიბების პროცესს დაასრულებს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული რაკეტ-საწინააღმდეგო სისტემის საპირწონედ ჩამოყალინდა.

ახალ ბატალიონს შეიარაღებაში საზენიტო სარაკეტო კომპლექსები და ისკანდერები აქვს.

დღის ამბები