18 მაისი 2024,   09:26
ვრცლად
ახალ ზელანდიაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

ახალ ზელანდიაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.

საავადმყოფოში საუდის არაბეთის მოქალაქე დაიღუპა, რომელიც მეჩეთში მომხდარი სროლისას მძიმედ დაიჭრა.

გამოძიებას, მეჩეთებზე თავდასხმის გამო, სამი ეჭვმიტანილი ჰყავს დაკავებული. ერთ-ერთი მათგანი უკვე სასამართლოს წინაშე წარდსგა.

28 წლის ბრეტონ ტარანტს, რომელიც თავდასხმას ონლაინ რეჟიმში გადასცემდა, მკვლელობის ბრალი წარუდგინეს. ის 5 აპრილამდე წინასწარი პატიმრობაში დარჩება.

გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, ჰქონდა თუ არა კავშირი ავსტრალიელ ახალგაზრდას ტერორისტულ დაჯგუფებებთან.

თურქეთის სპეცსამსახურების ცნობით, ის ცოტა ხნის წინ თურქეთში იმყოფებოდა.

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრის ინფორმაციით, გამოძიება იმასაც არკვევს, საიდან ჰქონდა მას იარაღი.

 

დღის ამბები