17 მაისი 2024,   07:35
ვრცლად
"ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს, მართლაც საგანგაშო ვითარება" - ოთარ კახიძე ქვეყანაში კრიმინალის ზრდაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, სახლის გაქურდვის ფაქტს ოპოზიციაში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები კრიმინალის გაზრდილ მაჩვენებელზე ამახვილებენ ყურადღებას.

ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე, ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ვითარებიდან გამომდინარე შეცვალონ სისხლის სამართლის პოლიტიკა.

ოთარ კახიძე-ის სურათის შედეგი„კრიმინალი რომ არის ძალიან გაზრდილი, ამას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს, ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს, მართლაც საგანგაშო ვითარება და ყველაზე ცუდი აქ ის არის, რომ მთავრობა ვერ გვთავაზობს, თუ არ გვთავაზობს არავითარ გამოსავალს ამ სიტუაციიდან - სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილებას, არ გვათავაზობს რაიმე ნაბიჯებს, თუ როგორ გამოასწორებს ეს ვითარებას. თუ მათ არა აქვთ ამის უნარი, არც სურვილი აქვთ, ალბათ, არც კომპეტენცია. შესაბამისად, ჩვენ გვექნება, სამწუხაროდ, ეს ვითარება მანამ, სანამ ამ მთავრობას არ შევცვლით მშვიდობიანად, არჩევნების გზით,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, გაქურდეს. ამის შესახებ კურიერს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. ფაქტი ნუცუბიძის პლატოზე მოხდა. მძარცველები მე-12 კორპუსის მესამე სართულზე თალაკვაძის საცხოვრებელ სახლში ვერანდიდან შევიდნენ და სეიფი მოიპარეს. სეიფში თალაკვაძე ფულს და იარაღს ინახავდა.

დღის ამბები