22 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
ივანიშვილისთვის კანფეტის ხის გადასატანად გრიგოლეთის სანაპირო ზოლში ფიჭვნარი იჩეხება

ბიძინა ივანიშვილის პარკის გამო, გრიგოლეთის სანაპირო ზოლში ფიჭვნარი იჩეხება. ხეების მოჭრა აქ მას შემდეგ დაიწყეს, რაც გაირკვა, რომ ე.წ. კანფეტის ხეების გასატანად ბიძინა ივანიშვილს ხელს ფიჭვები უშლიდა.

ადგილობრივები ქართული ოცნების ლიდერის მიერ ხეების უკანონო გაჩეხვას აპროტესტებენ და შესაბამისი სტრუქტურებიდან სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

კანფეტის ხეები კი კურორტ გრიგოლეთის შავიზღვისპირა ზოლსა და ქალაქ ფოთის მისადგომებთან უკვე გასატანად არის გამზადებული.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხა მხოლოდ ერთი ხისთვის გადაიხადა, ორი კი მას უნებართვოდ მიაქვს. 

დღის ამბები