18 მაისი 2024,   12:31
ვრცლად
ტერაქტი ახალი ზელანდიაში - ხელისუფლება იარაღზე კონტროლს გაამკაცრებს

ახალ ზელანდიაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. საავადმყოფოში საუდის არაბეთის მოქალაქე დაიღუპა, რომელიც მეჩეთში მომხდარი სროლისას მძიმედ დაიჭრა.

გამოძიებას, მეჩეთებზე თავდასხმის გამო, სამი ეჭვმიტანილი ჰყავს დაკავებული. ერთ-ერთი მათგანი უკვე სასამართლოს წინაშე წარსდგა.

28 წლის ბრეტონ ტარანტს, რომელიც თავდასხმას ონლაინრეჟიმში გადასცემდა, მკვლელობის ბრალი წარუდგინეს. ის 5 აპრილამდე წინასწარი პატიმრობაში დარჩება.

გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ავსტრალიელ ახალგაზრდას კავშირი ტერორისტულ დაჯგუფებებთან.

თურქეთის სპეცსამსახურების ცნობით, ის ცოტა ხნის წინ თურქეთში იმყოფებოდა.

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრის ინფორმაციით, გამოძიება იმასაც არკვევს, საიდან ჰქონდა ბრალდებულს იარაღი. ცნობილია, რომ მას ტარების უფლება ჰქონდა.

მომხდარის ფონზე ახალი ზელანდიის ხელისუფლება იარაღზე კონტროლის გასამკაცრებლად საკანონმდებლო ცვლილებებზე იწყებს მუშაობას.

ამავე თემაზე
დღის ამბები