19 მაისი 2024,   01:26
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი - ირაკლი კვლარაცხელიას დღეს დაკრძალავენ

რუსული ოკუპაციის კიდევ ერთ მსხვერპლს, ირაკლი კვარაცხელიას დღეს დაკრძალავენ. 29 წლის ახალგაზრდა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ოტობაიდან გაიტაცეს. ის გალის იზოლატორში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ცხედარს წინასწარი ექსპერტიზის მიხედვით, დაზიანებები აღენიშნება, რაც მასზე ფიზიკური ძალადობის კვალზე მიუთითებს. საოკუპაციო რეჟიმი თვითმკვლელობის ვერსიას ავრცელებს, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები და მისი გატაცების თვითმხილველები დარწმუნებულები არიან, რომ რუსმა სამხედროებმა ქართველი ახალგაზრდა წამებით მოკლეს.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპლექსური ექსპერტიზა, რომლის დასრულების შემდეგაც გამოძიებას უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექნება მომხდართან დაკავშირებით. 

Related image„რა თქმა უნდა თითოეული ჩვენგანის ამოცანა ახლა გახლავთ ის, რომ  რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს რეალური გარემოებები მისი გარდაცვალების, ამისათვის უკვე გადაიდგა ნაბიჯები. ძალიან მნიშვნელოვანი  იყო ის, რომ ჩვენ გვქონდა ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა და  ცხედარი იქნა გადმოცემული. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ახლა ატარებს კომპლექსურ ექსპერტიზას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას რომ კითხვებს გაეცეს პასუხები და გამოძიებისთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა .

ამავე თემაზე
დღის ამბები