18 მაისი 2024,   09:57
ვრცლად
მოდელი, რომელმაც ბერლუსკონის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, რადიაქტიული ნივთიერებით მოწამლეს 

სილვიო ბერლუსკონის სკანდალური "რუბის საქმის" მთავარი მოწმე რადიაქტიული კოქტეილით მოწამლეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. საუბარია წარმოშობით მაროკოელ მოდელზე - იმან ფადილზე, რომელმაც 2012 წელს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სასამართლოს ჩვენება მისცა და დაადასტურა, რომ ბერლუსკონის ვილაზე ორგანიზებულ ე.წ. სექს წვეულებებზე არასრულწლოვან გოგოებს იწვევდნენ. იმან ფადილი თავად იყო ამ წვეულებების მონაწილე და ფსიქოლოგიური ტრავმისგან განკურნების შემდეგ ამ თემაზე წიგნის დაწერას აპირებდა. მაროკოელი მოდელი პირველ მარტს ძლიერი ტკივილებით და მოწამვლის სიმპტომებით მილანის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მედია წერს, რომ ექსპერტებმა ფადილის სისხლში რადიაქტიული ნივთიერებების კვალი აღმოაჩინეს. ჟურნალისტების ცნობით მილანის პროკურატურას ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ ჰყავს და მოდელის მეგობრების დაკითხვას იწყებს. 

დღის ამბები