23 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სავარაუდოდ, პრეზიდენტის სავარძლისთვის იბრძოლებს

ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას არ ჩქარობს, თუმცა უკვე მეორედ წამოცდა, რომ პრეზიდენტის სავარძლისთვის იბრძოლებს.

დელავერში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, ის საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების და აუცილებელი ცვლილებების შესახებ საუბრობდა, რა დროსაც ახსენა, რომ მას ხშირად აკრიტიკებენ თანაგუნდელი-პროგრესიული დემოკრატები, თუმცა თქვა, რომ მას ყველაზე პროგრესული სტაჟი აქვს, მათ შორის ვინც საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.

ამ ფრაზას მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ, თუმცა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაინც არ დაადასტურა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

76 წლის ყოფილმა სენატორმა, აღნიშნა რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახდება. 

 

დღის ამბები