22 მაისი 2024,   11:07
ვრცლად
სლოვაკეთის პრეზიდენტის პოსტი შესაძლოა, ქალმა კანდიდატმა ჩაიბაროს

სლოვაკეთის პრეზიდენტის პოსტი შესაძლოა, ქალმა კანდიდატმა ჩაიბაროს. არჩევნების პირველი ტური ოპოზიციის კანდიდატმა ზუზანა ჩაპუტოვამ მოიგო. წინასწარი შედეგების თანახმად, ანტიკორუფციული კამპანიის ლიდერმა ხმების 39.1 პროცენტი მოაგროვა, ხოლო სახელისუფლებო კანდიდატს ამომრჩეველთა მხოლოდ 18 პროცენტი მიემხრო.

მაროშ შეფჩოვიჩი საკმაოდ გავლენიან და პროდასავლურ პოლიტიკოსად მიიჩნევა, ის ევროკომისიის ენერგოკავშირის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს, თუმცა მას შემდეგ, რაც სლოვაკეთში ცნობილი გავლენიანი ჟურნალისტი მოკლეს, რომელმაც სახელისუფლებო გუნდის წევრები კორუფციაში ამხილა, მმართველი გუნდის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეცა. არჩევნების მეორე ტური სლოვაკეთში 30 მარტს გაიმართება. 

დღის ამბები