23 მაისი 2024,   01:23
ვრცლად
ალბანეთში, ანტისამთავრობო გამოსვლები პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა

ალბანეთში, ანტისამთავრობო გამოსვლები პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. ათასობით ადამიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით სამთავრობო შენობებთან შეიკრიბა. მოსახლეობა ხელისუფლებას კორუფციასა და თებერვალში ჩატარებული არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

აქცია მშვიდობიანი იყო, თუმცა ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტში შეჭრა სცადეს. მათ პარლამენტის შენობასთან მობილიზებულ პოლიციას ქვები დაუშინეს, რასაც შეტაკებები მოჰყვა.

აქციის მონაწილეების დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად რამდენიმე მომიტინგე დაშავდა. 

დღის ამბები