18 მაისი 2024,   12:30
ვრცლად
სერბეთში მმართველი გუნდის და პრეზიდენტ ვუვიჩის გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება  

სერბეთის ოპოზიციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაზე იერიში მიიტანა. ოპოზიციის მომხრეები მმართველი გუნდის და პრეზიდენტ ვუვიჩის გადადგომის მოთხოვნით აქციების უკვე რამდენიმე თვეა მართავენ.

ისინი ხელისუფლებას მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის დამყარებაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, არხის ხელმძღვანელობა პრეზიდენტის მითითებით ოპოზიციის აქციებს დამახინჯებულად აშუქებს.

ოპოზიციის ლიდერები საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეიკრიბნენ და ეთერი მოითხოვეს, რაზეც ისევ უარი მიიღეს. ამის შემდეგ მომიტინგეები შენობაში შეიჭრნენ და ეთერი ჩაშალეს. ყველა მათგანი პოლიციამ ადგილზე დააკავა. 

დღის ამბები