19 მაისი 2024,   00:06
ვრცლად
ხმაური დუშეთში - საპროტესტო აქცის მონაწილეები პოლიციამ სავალი გზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა

ხმაური დუშეთში-საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც სამარშუტო ტაქსებზე მგზავრობის ღირებულების გაიაფებას ითხოვენ, გზის გადაკეტვა სცადეს. ისინი გზის სავალი ნაწილიდან ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გადაიყვანეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა. აქციას შეუერთდნენ ის მგზავრები, რომლებიც სამარშრუტო ტაქსში ისხდნენ და რომლებსაც არ ატარებდნენ აქციის მონაწილეები.

ამ დროისთვის სამანქანო გზა გახსნილია და მანქანები თავისუფლად გადაადგილდებიან.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ დუშეთიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 1 ლარიდან,  2,50 ლარამდე გაიზარდა.  აქციის მონაწილეების თქმით ფასის მატება კერძო კომპანიის ინტერესებში შედის, ამიტომ მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტი უნდა გამოყოს. მოქალაქეები ადგილზე მერის მისვლას ითხოვენ.

„დილიდან ველოდებით მერს, არ მოვიდა. მოგვიწია გზის გადაკეტვა. ხალხი მომავალი მარშუტკიდან ჩამოდის და გვიერთდება“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები