04 მაისი 2024,   04:30
ვრცლად
რელიგიური კონფენსიები სესიაშვილის ინიციატივის წინააღმდეგ - სასულიერო პირები დახურულ კარს მიღმა სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ 

რელიგიური კონფენსიები "ქართული ოცნების" ინიცირებული ცვლილებების წინააღმდეგ - პროტესტი ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტს მოჰყვა.

საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახურის მოხდა სავალდებულო იქნება ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლისთვის, გარდა მართლმადიდებელი მღვდლებისა.

კონფესიების წარმომადგენლები ამ პაკეტზე ახლა დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ.

მანამდე კი განცხადება გააკეთა მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა. ტარიელ ნაკაიძე ფიქრობს, რომ ეს ინიციატივა არის არადემოკრატიული, არღვევს თანასწორობის პრინციპის და იკვეთება დისკრიმინაციული მიდგომა სხვა რელიგიური კონფესიის მიმართ.

„ის კანონპროექტი, რომელიც დღეს სავარაუდოდ დარეგისტრირდება საკანონმდებლო ორგანოში, ვფიქრობ, რომ არის ძალიან სერიოზული პრობლემის შემცველი, განსაკუთრებით დისკრიმინაციული. არ შეიძლება რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია უპირატესი იყოს სხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან მიმართებაში ისეთ ქვეყნებში როგორიც ვართ ჩვენ, დემოკრატიულ ქვეყნებში, სეკულარულ ქვეყნებში და მე ვფიქრობ, სეკულარიზმის, დემოკრატიის მთავარი პრობლემაც არის ერთგვარი. თუ ეს გავა და კანონად იქცევა, ჩვენ შევეცდებით მივმართოთ ყველა სამართლებრივ გზას, რათა ეს კანონი არ შევიდეს ძალაში,“ - განაცხადა ტარიელ ნაკაიძე

სესიაშვილის ინიციატივას ამორალურს და დისკრიმინაციულს უწოდებენ პოლიტკურ გაერთიანება გირჩშიც. ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც. 

„ვაპირებთ, ბატონი სესიაშვილის ბანერი, რომელზეც გამოსახულია სესიაშვილი პრეზერვატივზე, გავაგზავნოთ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომ მომავლისთვის ინახებოდეს, როგორ ახერხებდნენ სამოქალაქო ჯგუფი, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი პოლიტიკური პარტია მომავლის და შთამომავლების წინაშე გაეშავებინათ ადამიანები, რომლებიც თავისუფლების მტრები არიან. იგივე დაემართებათ, ჩემი აზრით, ყველა პარლამენტის წევრს, რომელიც არაადამიანურ დამოკიდებულებას დაუჭრეს მხარს საქართველოს ახალგაზრდების მიმართ,“- ამბობს იაგო ხვიჩია. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები