19 მაისი 2024,   02:07
ვრცლად
"მიზეზი შიშვლდება მარტივად, მას არ სურდა კანონპროექტის გამოტანა" - ოხანაშვილი ბესელიას აკრიტიკებს 

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაწყებული  დაპირისპირება სხდომათა დარბაზის გარეთაც გაგრძელდა. 

ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკრიტიკა. მისი თქმით, ბესელიამ შაბათს არ წარადგინა საკუთარი კანონპროექტის ვერსია, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესების კრიტერიუმებს ეხება. 

ოხანაშვილი ამბობს, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელს არ სურდა კანონპროექტის გამოტანა, სხდომაზე არ გამოცხადების მიზეზად კი არასამუშაო დღეს სხდომის ჩანიშვნა დაასახელა, რაც ოხანაშვილისთვის მიუღებელია. 

ანრი ოხანაშვილი-ის სურათის შედეგი„ეკა ბესელია არ გამოცხადდა შაბათს საკომიტეტო განხილვაზე. არგუმენტი, რომ თითქოს ეს ტარდებოდა არასამუშაო დღეს არის ყოვლად მიუღებელი, მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ მის თავმჯდომარეობის დროს არაერთი სხდომა აქვს ჩატარებული იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, ასევე სხვა კომიტეტებს საქართველოს პარლამენტში როგორც შაბათ დღეს, ასევე კვირას. მიზეზი შიშვლდება მარტივად, ვინაიდან მას არ სურდა კანონპროექტის გამოტანა. ეს რატომ ხდება მაშინ, როცა მისივე პოზიციით, საზოგადოების ინტერესი დიდია. გაუგებარია, თუ წერ კანონპროექტს და გსურს საზოგადოებას გააცნო, ყოველგვარი ობიექტური მიზეზის გარეშე რატომ არ წარადგენ ამ კანონპროექტს კომიტეტის სხდომაზე,"-აცხადებს ოხანაშვილი.

ბესელია კი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მზაკვრული ჩანაფიქრი ჰქონდათ. დეპუტატის თქმით, ოხანაშვილს სურდა მისი კანონპროექტი სწრაფად განეხილათ, ჩაეგდოთ და თავიდან მოეშორებინათ.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურების შესახებ სამი ალტერნატიული კანონპროექტი მომზადდა.

ერთი დოკუმენტი ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის ექვსმა დეპუტატმა მოამზადა, მეორე კანონპროექტის ავტორები ეკა ბესელია და თავის თანამოაზრეები არიან, მესამე პროექტი კი “ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის.

დღის ამბები