18 მაისი 2024,   22:50
ვრცლად
ჩემთვის ცნობილია რა გადახდა ნინო გვენეტაძეს სასამართლო სისტემაში - გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე კლანურ მმართველობაზე საუბრობს

„ნინო გვენეტაძე იყო წესიერი ადამიანი, მის წესიერებაზე შეთანხმდით ალბათ თავის დროზე - რა ბედში შეიძლება ჩავარდეს წესიერი და პრინციპული ადამიანი, რომელიც შეაღწევს სასამართლო სისტემაში, ეს ძალიან კარგი მაგალითია," - ეს განცხადება ნინო გვენეტაძის ყოფილმა თანაშემწემ, კახა წიქარიშვილმა გააკეთა. 

კახა წიქარიშვილმა სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც მოსამართლეთა შერჩევისა და გამწესების კრიტერიუმებზე, მმართველი გუნდის მიერ შექმნილ კანონპროექტზე მსჯელობენ. 

"ჩემთვის ცნობილია კარგად, ნინო გვენეტაძეს რა გადახდა ამ სასამართლო სისტემაში და რა განსაკუთრებით მისი პირველი ნაწილი... მაქვს გამოცდილება თუ რა დღეში ჩავარდა... მგონი, პარლამენტი შეთანხმდა თავის დროზე, რომ ნინო გვენეტაძე იყო წესიერი ადამიანი, რა ბედში შეიძლება ჩავარდეს წესიერი და პრინციპული ადამიანი, რომელიც შეაღწევს ამ სასამართლო სისტემაში. ეს ძალიან კარგი მაგალითია და ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, ვინაიდან მე ვიყავი ნინო გვენეტაძის თანაშემწე," - განაცხადა წიქარიშვილმა

წიქარიშვილი ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს კლანი და იმ შემთხვევაში თუ ისინი არ გადადგებიან, უნდა შეიქმნას ისეთი კანონი, რომელიც მათ წასვლას აიძულებს. 

„ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მოისხამს კეთილ ნაყოფს, რაც არ უნდა კანონები დაწეროთ, რაც არ უნდა ალტერნატიული ვერსიები არსებობდეს, ამ საბჭოსგან კეთილი ნაყოფი არ გამოვა. ერთადერთი გამოსავალი ჩვენ შემოგთავაზეთ გუშინდელ წერილობით განცხადებაში - პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია სასამართლოში არსებული მდგომარეობის თაობაზე და თუ კლანი არ გადადგება მიიღოს კანონმდებლობა, რომლითაც აიძულებს ამ კლანს სასამართლოდან წასვლას,“ - განაცხადა კახა წიქარიშვილმა

ამავე თემაზე
დღის ამბები