18 მაისი 2024,   22:33
ვრცლად
ვარკეთილში, სამარშრუტო ტაქსის მძღოლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ვარკეთილში, სამარშრუტო ტაქსის მძღოლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ი.ჩ., ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, 1958 წელს დაბადებულ ბ.ლ.-ს ცივი იარაღით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ ი.ჩ. შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს,“ - აღნიშნული განცხადებაში.

დაჭრილი, 50-წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები