21 დეკემბერი 2024,   19:39
ვრცლად
"თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ლამაზი ქალია" - წულუკიანის პასუხი ბიკუჩავას

თინა ბოკუჩავას ილუზიებზე არ ვაკეთებ კომენტარს - ასეთია თეა წულუკიანის პასუხი ენმ-ს წევრის განცხადებაზე, რომ იუსტიციის მინისტრი ფლობს გარკვეულ ინფორმაციებს გახმაურებულ საქმეებზე, რითიც ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებს.

თეა წულუკიანმა ბოკუჩავას ბრალდებებს ინტერპრეტაციები, თავად ბოკუჩავას "ძალიან ლამაზი ქალი" უწოდა. იუსტიციის მინისტრის თქმით, არ აპირებს მსგავსი შინაარსის განცხადებებს უპასუხოს. 

„მე ის ნამდვილად ვიცი, რომ ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ლამაზი ქალია. ეს ვიცი. ეს არის მისი ინტერპრეტაციები და მას სჭირდება, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური განცხადებები აკეთოს. და აკეთებს ამ განცხადებებს და ჩემგან რა არის მოთხოვნილი, რომ მის ილუზიებზე ვაკეთო კომენტარები,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, თეა წულუკიანი ფლობს ისეთი სახის ინფორმაციებს, როგორიც არის ეროსი კიწმარიშვილის ბურუსით მოცული მკვლელობა, "რუსთავი 2" -ის საქმე და ვანო მერაბიშვილის საკნიდან ფარულად გამოყვანა.

ამავე თემაზე
დღის ამბები